პარიზელ ქალებს შარვლის ტარების უფლება ოფიციალურად მისცეს

პარიზელ ქალებს შარვლის ტარების უფლება ოფიციალურად მისცეს

პარიზის მაცხოვრებლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შარვლის ტარების უფლება ოფიციალურად მისცეს. აკრძალვა, რომელიც 1799 წელს შემოიღეს, ქალთა უფლებების მინისტრის   ვალო-ბელკასემის გადაწყვეტილებით გაუქმდა.

აკრძალვის გაუქმება არაერთხელ უცდიათ. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებდა და მხედველობაში მოჰყავდა ის ფაქტი, რომ "იურიდიულ არქეოლოგიისთვის" ყურადღების დათმობა არ ღირდა.

გარეგნულ იერსახეზე კანონი ამბობდა, რომ ქალებს შარვლის ტარება მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეეძლოთ. გარდა ამისა, "მამაკაცის ტანსაცმელით" ხალხში გამოჩენა გამონაკლის შემთხვევებში შეიძლებოდა - მაგალითად, ველოსიპედის მართვისას ან ცხენზე ჯირითისას. კანონმა რამდენიმე რედაქცია გამოიარა, მაგრამ დღემდე არ გაუუქმებიათ.

ნორმატიული აქტის თანახმად, პარიზის პოლიციას შარვლიანი ქალის დაკავების უფლება ჰქონდა, მაგრამ კანონი პრაქტიკაში დიდი ხანია აღარ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები და გენდერული თანასწორობის მომხრეები კანონის გაუქმებას რეგულარულად მოითხოვდნენ.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს