შალვა რამიშვილი - მიშას ვიზიტი პარლამენტში უნდა იქცეს "მიშიზმის" დასრულების სიმბოლოდ

შალვა რამიშვილი - მიშას ვიზიტი პარლამენტში უნდა იქცეს "მიშიზმის" დასრულების სიმბოლოდ

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი "ფეისბუქით" საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლას ეხმაურება.

"ჩემი აზრით, მიშას ვიზიტი პარლამენტში უნდა იქცეს მიშიზმის დასრულების სიმბოლოდ. ამასთან არაა საჭირო არც სტვენა, არც ფეხების ბაკუნი და არც კვერცხები სროლა პარლამეტის შესასვლელთან. ეს ყოველივე წამებულის მანტიას მოარგებს მიშას უცხოელთა თვალში.

საჭიროა, რომ დარბაზში ისხდნენ მიშას რეჟიმის მსხვერპლნი ან მათი ოჯახის წევრები. მთავარმა გამომსვლელმა უმრავლესობიდან აქცენტი სწორედ კონკრეტულ დანაშაულებზე უნდა გააკეთოს და მოიხსენიოს მსხვერპლნი. დარბაზში უნდა გამოფენილი იყოს ხსენებულ დანაშაულთა ამსახველი კონკრეტული ფოტოებიც. მიშა მთელი სხდომის განმავლობაში უნდა უყურებდეს იმას, თუ რა ჩაიდინა", - წერს ჟურნალისტი.

საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 8 თებერვალს წარდგება. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის ახალი შემადგენლობის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა, მისთვის ბოლო იქნება პრეზიდენტის რანგში და ამასთან, პირველი, როცა მას უმრავლესობით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად, კოალიცია "ქართული ოცნება" დახვდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს