თიანეთის გამგეობიდან 57 თანამშრომელი გაათავისუფლეს

თიანეთის გამგეობიდან 57 თანამშრომელი გაათავისუფლეს

2012 წლის 10 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 იანვრამდე, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 57 თანამშრომელი გაათავისუფლეს. საკუთარი განცხადების საფუძველზე 54, გამგებლის ბრძანებით კი 3 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა.

გამგებლის ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლდნენ გამგებლის თანაშემწე მამუკა ფანჯავიძე, სოფლების - ზარიძეების და ახალსოფლის ტერიტორიული ორგანოების ორი სპეციალისტი. პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან გამგებლის მოადგილეები, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელები, ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტები და 12 სოფლის რწმუნებული.

გამგეობაში მიღებული 24 ახალი თანამშრომლიდან უმრავლესობა წინასაარჩევნო პერიოდში  "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა