ისლანდიის დედაქალაქს მსოფლიოში ყველაზე არაორდინალური მერი მართავს

ისლანდიის დედაქალაქს მსოფლიოში ყველაზე არაორდინალური მერი მართავს

მსოფლიოში ყველაზე არაორდინალურ მერს არ აქვს უმაღლესი განათლება, საპატიო პოსტის დაკავებამდე ტაქსის მძღოლი და ადგილობრივი პანკ-ჯგუფის Runny Nose-ს წევრი იყო, მოგვიანებით კომიკოსი და მსახიობიც კი გახდა. ეს რეიკიავიკის მერის, იონ გნარის ”მიღწევათა” არასრული სიაა.

იონი სრულიად მოულოდნელად გახდა ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკის მერი. ქალაქის მერს ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დაუსვეს "გონებრივად ჩამორჩენილის" დიაგნოზი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის წარმატების მიღწევაში.

2010 წელს იონ გნარმა საკუთარი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა, რომელსაც მარტივი, მაგრამ ეფექტური სახელი უწოდა "The Best Party" (საუკეთესო პარტია). იონის პარტიამ არჩევნების პირველივე ტურში ხმათა 34.7% -ით გაიმარჯვა.

პარტიაში გაწევრიანებულნი არიან მხატვრები და კომიკოსები. უნიკალური იყო თავად პარტიის სლოგანი და დაპირებებიც. "საუკეთესო პარტია" ხალხს აუზებზე უფასო აბონემენტებს, უფასო პირსახოცებს, ქალაქის აეროპორტში "დისნეილენდის" მოწყობას, ქვეყნის ხელისუფლების ნარკომანებისგან გაწმენდას და ქალებისა და მოხუცების უფლებათა დაცვას ჰპირდებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს