იანვარში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა

იანვარში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა

"საქსტატი" მიმდინარე წლის ინფლაციის მაჩვენებლებს აქვეყნებს. 2013 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 2,6 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, 14,7 პროცენტით მოიმატა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასმა, 4,2 პროცენტით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი.

ამასთან, 4,3 პროცენტით შემცირდა საცხოვრებელის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ფასი. მათ შორის, ფასების 6,9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე, საცხოვრებლის ფაქტობრივი გადასახადი კი 1,6 პროცენტით შემცირდა.

რაც შეეხება 2013 წლის იანვარს, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -1,6 პროცენტი შეადგინა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ