თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება

თებერვლიდან გაზის ტარიფი 10%-ით შემცირდება

თებერვლიდან ბუნებრივი აირის ტარიფი 10%-ით შემცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ამ კუთხით მუშაობას კიდევ გააგრძელებს და იმედი გამოთქვა, რომ ტარიფის დაწევა კიდევ მოხერხდება.

"ალბათ, შეამჩნიეთ, რომ საქართველოში დაიწყო ფასების შემცირება. ელექტროენერგიის ფასი 21%-27%-ით შემცირდა, საწვავის 10%-ით. ასევე შეინიშნება ფარმაცევტული პროდუქციის 30-დან 70%-მდე შემცირების ტენდენცია. თუ ეს ესეა, იმის მაჩვენებელია, რომ ბიზნესმენებმა ყურად იღეს, რომ მონოპოლიური ფასები არ უნდა იყოს და თვითონ დაიწყეს ფასის დაკლება",-დასძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ