სამი ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი დოლარი იქნება

სამი ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი დოლარი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფუძნდება სამი ტიპის ფონდი.

როგორც პრემიერმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი ფონდი იქნება საქართველოს სუვერენული ფონდი და ამ პროცესში პარტნიორი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "ჯიპი მორგანი", რომლის პრეზიდენტსაც ბიძინა ივანიშვილი დავოსში ვიზიტისას შეხვდა. პრემიერის განმარტებით, ეს კეთდება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, რომელიც არ იყო ეფექტური და მას მიეცემა სწორი სახე.

პრემიერის ცნობით, მეორე ფონდია-საქართველოს ახალგაზრდული ფონდი, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს და ბიზნესმენებს მიეცემათ საშუალება ფინანსები მიიღონ საკუთარი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.

რაც შეეხება მესამე ფონდს, ეს არის კერძო საინვესტიციო ფონდი.

"ეს იყო ჩემი ძველი იდეა, ახლა აღვადგინეთ და ვაარსებთ მათ, სადაც ყველა უცხოელს და არა მარტო უცხოელს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც, ვისაც გამართული პროექტი ექნება, ეს ფონდი მათთვის გამზადებული პარტნიორი გახდება. საინტერესო პროექტის შემთხვევაში ეს ფონდი 25%-დან 75%-მდე თანადაფინანსებას გაუწევს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, თითოეული ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი ლარი იქნება.

ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ფონდში მისი კაპიტალიც მოიაზრება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ისეთი ფორმით, რომ ვინმეს რაიმე კითხვას გაუჩნდეს. ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია საკუთარი კაპიტალის მოცულობა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ