საბანკო სექტორში ეროვულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საბაზრო განაკვეთები გაზრდილია. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის II ნახევარში განაკვეთები 1,6%-ით გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამ მაჩვენებლისა, წლის დასაწყისიდან სესხები 1,8%-ით გაიაფდა და საშაულოდ 21,7%-ით განისაზღვრა. ოფიციალური სტატისტიკით, საცალო ბაზრისგან განსხვავებით, კორპორატიული სესხების განაკვეთმა საშუალოდ 14, 2%- შეადგინა.
ამავე სტატისტიკის თანახმად, უცხოურ ვალუტაში, კორპორატიულ კრედიტებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 13%-ია, ხოლო საცალო კლიენტებისთვის სესხები 18,6%-დ გაიცემა.
რაც შეხება 2012 წლის ოთხივე კვარტლის მონაცემებს, ეროვნული ბანკი მას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9