გოგა ხაჩიძე ბიძინა გუჯაბიძის ინიცირებულ პროექტს იუმორისტულ ჩანახატს უძღვნის

გოგა ხაჩიძე ბიძინა გუჯაბიძის ინიცირებულ პროექტს იუმორისტულ ჩანახატს უძღვნის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დეპუტატების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ბიძინა გუჯაბიძის მიერ მომზადებულ პროექტს "ფეისბუქით" ეხმაურება:

" - გამარჯობათ, ყაბალახი მინდა, რამე კარგი ხარისხის, თეთრ ჩოხაზე რომ წავიდეს...

- და რა ფერის ყაწიმები გაქვთ?

- ყაწიმები - შავი.

- აი აქეთ მობრძანდით, ყაბალახების ახალი კოლექცია მივიღეთ გუშინ და საკმაოდ ფართო არჩევანია...

- და ნაბდები გაქვთ? აცივდა ცოტა და...

- დიახ, როგორ არა, უბრალოდ მანამ აარჩევთ, ცხენი გადააბით, თორემ ცუდ ადგილზეა და შეიძლება ცხენაკუატორმა წაიყვანოს. აი აქვე გვერდით, კორპორატიული ვიპ-თავლა გვაქვს და იქ შეგიძლიათ შეაგელვოთ ულაყი...", - წერს გოგა ხაჩიძე.

უმცირესობის წევრი საკუთარ გვერდზე კოლეგა სერგო რატიანის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც იგი მუზარადითა და ხმლით არის გამოსახული. ხაჩიძე ფოტოს ასეთ კომენტარს უკეთებს: "დეპუტატი - სერგო რატიანი, ბიძინა გუჯაბიძეს საკანონმდებლო ინიციატივის პლაგიატში ადანაშაულებს!".

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბიძინა გუჯაბიძე ითხოვს, დეპუტატებმა "საპროტოკოლო-საქმიანად ან ეროვნულად" ჩაიცვან. გუჯაბიძემ პარლამენტართა ჩაცმულობის წესის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტიც მოამზადა.

დეპუტატის მიერ მომზადებული პროექტით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი, ან ეროვნული უნდა იყოს.

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

ასევე იხილეთ: თუ ჩოხა-ახალუხით ვიარეთ და გარეთ ცხენები დავაბით, ძალიან სასაცილო გამოვჩნდებით - გოგა ხაჩიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს