სურამში რწმუნებულად სანიტრის დანიშვნას ფიზიკური დაპირისპირება მოყვა

სურამში რწმუნებულად სანიტრის დანიშვნას ფიზიკური დაპირისპირება მოყვა

სურამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად ვანო გელაშვილი დაინიშნა, რომელიც ადგილობრივებს ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა და გიორგი ბერაიამ წარუდგინეს. ვანო გელაშვილი ირწმუნება, რომ მას მაჟორიტარ დეპუტატთან ნათესაური კავშირი არ აქვს.

შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი ვანო გელაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა და ძველი რწმუნებულის, დავით გარაძინსკის გათავისუფლებას აპროტესტებდა. ამის გამო ვანო გელაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ვანო გელაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. ის წლების განმავლობაში სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა