"სახეშეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო"

"სახეშეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო"

აბაშაში "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, კოორდინატორებმა და ქვეკოორდინატორებმა კოალიციის აბაშის რაიონის 270 აქტივისტის სახელით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს. მათ პრემიერ-მინისტრის რეაგირებისა იმედი აქვთ.

"ვთხოვთ პრემიერ-მინისტრს, მკაცრად მოკითხოს იმ ადამიანებს, რომელთა მოვალეობაა რეგიონებთან ურთიერთობა, რადგან რაიონებს აკლიათ მათი ყურადღება. მათ კი შევახსენებთ დიდი კონსტანტინეს სიტყვებს - "ერმა თუ არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს!" ჩვენთან "ქართული ოცნების" პირველი მერცხლები იყვნენ ვაჟა ლიპარტია და დავით რუსია, რომელთაც თავიანთი რწმენა, ცოდნა თუ ახალგაზრდული ენერგია არ დაიშურეს კოალიციის ბირთვის შესაქმნელად, რომელმაც საზოგადოებაზე, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში დიდი ზეწოლის, ფსიქოლოგიური წნეხის, აქტივისტთა უკანონო დაპატიმრებების, პირადი თუ ფარული მოსყიდვების მიუხედავად, შეძლო  შეეტანა თავისი წვლილი კოალიციის საერთო გამარჯვებაში. არჩევნებამდე კოალიციიდან ჩამოსული სტუმრები გვპირდებოდნენ, რომ ჩვენი შრომა დაფასდებოდა შესაბამისი ანაზღაურებით. იყო დაპირებები, რომ თანხა დარიგდებოდა საახალწლოდ, საშობაოდ და ა.შ. თანხა დღესაც არ არის დარიგებული. თანამდებობებზე მოკალათებული სახეშეცვლილი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქილიკობენ და დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო, თქვენ კი... საზოგადოებაში გაჩნდა ჩვენგან პასუხგაუცემელი კითხვა - რა ხდება?", - ნათქვამია განცხადებაში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა