სტალინის სადღეგრძელოს დალევაზე უარის თქმის გამო კასპში რწმუნებული გაათავისუფლეს

სტალინის სადღეგრძელოს დალევაზე უარის თქმის გამო კასპში რწმუნებული გაათავისუფლეს

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. მას აქვს 27 კაციანი სია, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო სამსახურიდან გაუშვეს. მათ შორის მოხვდა კასპის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რევაზ მერებაშვილი, რომლის გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ მან სტალინის სადღეგრძელო არ დალია.

ბარნოვის ნუსხაში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა მოხვდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის" მიერ არ არის გადამოწმებული.

მაგალითად, გია თენაძე სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან იმის გამო ჩამოაქვეითეს, რომ მის ნაცვლად ივანიშვილის დაცვის წევრის რეკომენდაციით დაენიშნათ  დისკვალიფიცირებული სპორტსმენი ნოდარ მეტრეველი, რომელმაც ბაქოში ჩემპიონატის დროს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს მობილური მოპარა.

დავით დადიანი კი გორის გამგებლის მოადგილეობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მის ნაცვლად ზაზა ადუაშვილი დაენიშნათ, რომელსაც არა აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი.

კასპში "ზემოდან დავალებით" გაათავისუფლეს გიორგი ბუცხრიკიძე.

იხილეთ ვიდეო: "არ დავლიე სტალინის სადღეგრძელო და გამათავისუფლეს"

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა