გამგებელს "ნაციონალების" მაკომპრომატირებელი მასალების განადგურებაში ადანაშაულებენ

გამგებელს "ნაციონალების" მაკომპრომატირებელი მასალების განადგურებაში ადანაშაულებენ

კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის ოფისის წევრების ნაწილი, ოზურგეთის გამგებელს, კოტე შარაშენიძეს, რომელიც არჩევნების წინ, საარჩევნო შტაბის უფროსი გახლდათ, ბრალს "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დებს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ შარაშენიძემ არჩევნების შემდეგ, პარტიის ოფისში, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში იყო განთავსებული და პარტიას უსასყიდლოდ დაუთმო, ის სია დახია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქრთამის დარიგებას ადასტურებდა. შარაშენიძეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს და საქმის გარკვევის მომხრეა. დახეული სია, რომელშიც იკითხება 1200 ადამიანის სახელი და გვარი, მათთვის გადახდილი თანხების რაოდენობა და მისამართები, საკმაოდ ვრცელია და დეტალურ გადამოწმებას საჭიროებს. ოზურგეთის მთავარი პროკურორის კახა კოჩივარის თქმით, მასალების მიწოდების შემთხვევაში, პროკურატურა ამ თემით აუცილებლად დაინტერესდება.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა