ზემო ალვანის შემდეგ, სტალინის ძეგლი თელავის რაიონის სოფელ აკურაშიც დააზიანეს. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, მონუმენტი ჯერ დაუდგენელმა პირებმა კვარცხლბეკიდან ჩამოხსნეს და ვარდისფერი საღებავით შეღებეს. ადგილობრივებმა ძეგლის დაზიანების შესახებ დღეს დილით შეიტყვეს და ფაქტს ვანდალიზმი უწოდეს. აკურელების ვარაუდით, ძეგლის შეღებვა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში შედის.
ინციდენტთან დაკავშირებით, სოფლის რწმუნებულმა, ოთარ ხატიაშვილმა სამართალდმაცავებს უკვე აცნობა.
სტალინის მონუმენტი აკურაში ბელადის დაბადების დღეზე, გასული წლის 21 დეკებერს საზეიმოდ დადგეს.