სოფლის რწმუნებულები და "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები პოლიციაში დაიბარეს

სოფლის რწმუნებულები და "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები პოლიციაში დაიბარეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულები და "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები დღეს შსს-ს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებებში დაკითხვაზე არიან დაბარებულნი. ამ ინფორმაციას რამდენიმე სოფლის რწმუნებული და შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ფერსაშვილიც ადასტურებს.

”დღეს სოფლის რწმუნებულები მართლაც არიან დაბარებულნი პოლიციაში დაკითხვაზე, თუმცა რა საქმეზე, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან პოლიციაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დეტალებს ნამდვილად ვერ გეტყვით”, - განაცხადა ფერსაშვილმა.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა