ჩიხტიკოპიანი კანონმდებლები

ჩიხტიკოპიანი კანონმდებლები

პარლამენტში ეროვნული სამოსით სიარულის საკანონმდებლო ინიციატივას სოციალურ-ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ფეისბუქში" ჩიხტიკოპიანი კანონმდებლების ფოტომონტაჟი გავრცელდა.

ფოტოზე მარიამ საჯაია, ხათუნა გოგორიშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი ნაციონალურ სამოსსა და ჩიხტიკოპში არიან გამოწყობილნი.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე პარლამენტარის წევრთა ჩაცმულობის განსაზღვრას ითხოვს და კანონპროექტიც მოამზადა. პროექტის მიხედვით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული უნდა იყოს.

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანია, ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს