აეროფობია და საინტერესო ფაქტები ფრენის შესახებ

აეროფობია და საინტერესო ფაქტები ფრენის შესახებ

აეროფობიით, ანუ ფრენის შიშით მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება. სავარაუდოდ, ამ ფაქტების გაცნობის შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ.

1. საჰაერო ტრანსპორტი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა.

2. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ სამ წამში თითო თვითმფრინავი ახორციელებს დაშვებას.

3. ავიაკატასტროფის ყოველდღიური მაჩვენებელი რომ 0.01%-ს უტოლდებოდეს, ყოველდღე მინიმუმ 13 კატასტროფა უნდა მოხდეს.

4. ყოველწლიურად სახედრები უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ, ვიდრე ავიაკატასტროფები.

5. შუქნიშანზე მწვანე ფერის მოლოდინში, ავტომობილის საბურავებქვეშ მოხვედრის შესაძლებლობა ათჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ავიაკატასტროფაში დაღუპვის შესაძლებლობა.

6. ყოველი ფრენის წინ ყველა თვითმფრინავი რთულ და საფუძვლიან ტექნიკურ შემოწმებას გადის.

7. ავიაკატასტროფა არასდროს არის შემთხვევითი. ის სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობის შედეგია.

8. მსოფლიოში მოსახლებობის 80%-ს ეშინია ფრენის. 5% საერთოდ უარს ამბობს ფრენაზე და გადაადგილების საშუალებად სახმელეთო და საზღვაო ტრასპორტს იყენებს.

9. ბორტგამცილებლები უფრო ხშირად უყვარდებათ, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები.

10. უამრავ ადამიანს ეშინია 10 კმ-ის სიმაღლიდან ჩამოვარდნის. ეს შეუძლებელია თვითმფრინავის ფრთებქვეშ არსებული მაღალი წნევის გამო. ჰაერში თვითმფრინავი ისევე მყარადაა, როგორც ავტომობილი გზაზე.

11. პილოტებსა და ბორტგამცილებლებს ”რისკისთვის” დამატებით თანხას არ უხდიან.

მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს