"უკუღმართი ბოულინგის მოთამაშე"

"უკუღმართი ბოულინგის მოთამაშე"

აშშ-ში, შტატ ტენესში მცხოვრები ჯიმ კრიპსი "უკუღმართი ბოულინგის მოთამაშის" ტიტულის მფლობელია. მას უცნაური ნიჭი აქვს, 10-ივე კეგლს ბილიკისგან ზურგშექცეული აქცევს.

ყველაფერი მეგობრების ხუმრობიდან დაიწყო. კრიპსს ძალიან უყვარს ბოულინგი, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მოთამაშედ ითვლებოდა. მეგობრებმა ჯიმს ბოულინგის ზურგშექცევით თამაში შესთავაზეს. თამაშის წესების მიხედვით, მოსაგებად 150 ქულა იყო საჭირო. ყველასთვის მოულოდნელად, კრიპსმა 163 ქულა დააგროვა და ყველას მოუგო. ამის შემდეგ მან ბოულინგის თამაში მხოლოდ "უკუღმა" დაიწყო.

რა თქმა უნდა, ვარჯიშმა უშედეგოდ არ ჩაიარა. ახლა კრიპსი ამ უცნაურ თამაშში 200 ქულას აგროვებს. გარდა ამისა, ის უცნაური ნიჭის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.

იხილეთ ვიდეო: ზურგიდან მოხსნილი სთრაიქი

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს