"მზიურის" პარკი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნება. პროექტის ავტორების ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და უკვე სპორტული აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. მათი ვარაუდით, პარკი პირველ სტუმარს აგვისტოს ბოლოს მიიღებს.
"კომპლექსში უკვე დასრულებულია გარე განათების, საფეხმავლო და ველო-ბილიკების, სანიაღვრე სისტემის, სკამების მოწყობა",- აცხადებენ მენეჯმენტში.
არსებული ინფორმაციით, "მზიურის" მრავალფუნქციური კომპლექსის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო. პროექტი 200 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილის, ამფითეატრის, სკეიტბორდის მოედნის, ღია და დახურული სავარჯიშო დარბაზების და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მოწყობას ითვლისწინებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9