2012 წელს კასპის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიები

2012 წელს კასპის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიები

2012 წლის დეკემბრის თვეში კასპის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებზე პრემიები ორჯერ გაიცა, ანუ თანამშრომელთა უმეტესობამ 2012 წლის დეკემბერში პრემიის სახით მიიღეს ხელფასის ორმაგი ოდენობა. რაც შეეხება 26 ნოემბერს გამგებლად დანიშნულ ოლეგ იაძეს და მასთან ერთად გამგეობაში დანიშნული ახალი თანამშრომლების უმეტესობას, მათ პრემიის სახით ხელფასის ერთმაგი ოდენობა მიიღეს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით ირკვევა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში 2012 წლის მანძილზე 215 თანამშრომელზე გაიცა 545 377,39 ლარი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა წახალისების სახით ერთი წლის განმავლობაში მიიღო 31 721 ლარი, ხოლო კასპის ყოფილმა გამგებელმა კახაბერ ხაჩირიშვილმა 23 954 ლარი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა