ბელგიაში შოკოლადის საფოსტო მარკებს გამოუშვებენ

ბელგიაში შოკოლადის საფოსტო მარკებს გამოუშვებენ

ბელგიის ფოსტა მარკებს გამოუშვებს, რომელთაც შოკოლადის სუნი და გემო ექნებათ.

მარტის ბოლოს ასეთი მარკების ხუთი სახეობა გამოვა. ქაღალდი ადამიანის სხეულის სითბოზე რეაგირებს: სუნი და გემო ადამიანის, ან მისი სუნთქვის შეხებისას ჩნდება. "შოკოლადის" თითოეული მარკა დაახლოებით ექვსი ევრო ეღირება.

ფოსტის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შავი შოკოლადის სიმულაცია რთული ამოცანა აღმოჩნდა, ამიტომ მის შექმნაში არა მხოლოდ ბელგიელი, არამედ გერმანელი, შვეიცარიელი და ჰოლანდიელი სპეციალისტები ჩაერთვნენ.

ახალი მარკების სერიის გამოშვებით ფოსტა ცდილობს, ბელგიის ეროვნულ იმიჯში შოკოლადის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნოს. შოკოლადს ამ ქვეყანაში XIX საუკუნიდან ამზადებენ, როდესაც ბელგიის კოლონია კონგო მწარმოებლებისთვის კაკაოს მსხვილი მიმწოდებელი გახდა. ბელგიურ შოკოლადს მსოფლიოში აფასებენ, იგი ტრადიციული ფრანგული - ცხარე და შვეიცარული რძიანი შოკოლადისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მომზადებულია Australian Associated Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს