გოგა ხაჩიძე: "თავს შემოგაკლავთ"

გოგა ხაჩიძე: "თავს შემოგაკლავთ"

პარლამენტარი გოგა ხაჩიძე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ბატონო ბორის!

თქვენ, მე, ფულისთვის, სამსახურისთვის და თანამდებობისათვის მებრძოლი ხომ არ გგონივართ?!

უღრმესად ცდებით!..

გავარტყი ყველა თანამდებობას!

თავს შემოგაკლავთ თქვე ........ო!..." - წერს გოგა ხაჩიძე.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენების შესახებ პოსტს აქვეყნებს დეპუტატი მარიამ საჯაია.

"არავის არ ტკივა არაკაცის და მოღალატის ხელი! (c) ჩიორა თაქთაქიშვილი

ამ მოღალატეების გათავისუფლებისთვის იბრძოდა უმრავლესობა პარლამენტში და ამას მოაწერა ხელი დავით უსუფაშვილმა. მათ აიღეს პასუხისმგებლობა ფსევდო პოლიტპატიმრებზე, როდესაც განაცხადეს, რომ სახელმწიფო მათ ბოდიშს უხდის. ახლა აგონ პასუხი მოძალადეების ქმედებებზე!!! ხომ ფაქტია, ვისგანაც იყვნენ ეს ადამიანები მართული. სრული პასუხისმგებლობა დღევანდელ ინციდენტზე ეკისრება ივანიშვილს და მისი გუნდის თითოეულ წევრს.

რომელ გასაოცარ დემოკრატიაზე, სახელმწიფო ინტერესებს, თავისუფლებასა და მაღალ იდეალებზე უნდა ველაპარაკოთ იმ ხელისუფლებას, რომელსაც უსუსური ხულიგნური ქუჩის აქციების მოწყობის მეტი არაფერი შეუძლია", - წერს მარიამ საჯაია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს