ინვალიდობამ კატას ორ ფეხზე სიარული ასწავლა

ინვალიდობამ კატას ორ ფეხზე სიარული ასწავლა

ბრიტანეთში მცხოვრები სპარსული ჯიშის კატა, სახელად კეფრი ორ ფეხზე დადის. ფისომ ორი მარცხენა თათი უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა და ახლა იძულებულია მარჯვენა თათებს შორის ბალანსის დაცვით გადაადგილდეს.

კეფრი 10 წლის წინ მანქანამ გაიტანა და შედეგად ჯერ მარცხენა უკანა თათი დაკარგა. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ ფისუნია აქტიური ცხოვრების წესს კვლავ დაუბრუნდა, მაგრამ მალე ექიმებმა მარცხენა წინა თათზე სიმსივნე აღმოუჩინეს და კიდურის ამპუტაცია ჩაუტარეს.

ექიმების უიმედო პროგნოზის მიუხედავად, კეფრი კლინიკიდან გამოწერისთანავე დარჩენილ თათებზე წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა. მალე სიარული და სირბილიც შეძლო.

"ვინც ხედავს, თვალებს არ უჯერებს. ისე მოხერხებულად დგას ორ ფეხზე, თითქოს დაკარგული თათები არც არაფერში სჭირდებოდა", - ამბობს მისი პატრონი, 58 წლის მისის გრივსი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს