ჩიორა თაქთაქიშვილი - ამ არაკაცმა ხელები გამიკოჭა და ისე დამარტყა სახეში

ჩიორა თაქთაქიშვილი - ამ არაკაცმა ხელები გამიკოჭა და ისე დამარტყა სახეში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ნანა კაკაბაძე არ ეშვება, ჯაბა იოსელიანის გამპრავებლობის მიზნით, "კა-გე-ბე"-ში ნასწავლ უნიჭო მეთოდებს. უნდა საზოგადოება დააჯეროს, რომ, თურმე, მე შემიგინებია ვიღაც არაკაცისთვის!!! ეს არის არაადამიანობა!!!

ამათ თუ ეს გაუვიდათ, ხვალ ყველას, ვისაც ძველი მხედრიონელები და ციხეებიდან გამოშვებული კრიმინალები სახლში შეეჭრებიან, დააუთოვებენ, შვილებს გაუუპატიურებენ, სახლ-კარს გადაუწვავენ, დაგაბრალებენ, რომ, თურმე, თქვენი ბრალი ყოფილა, ხელგაშლილი რომ არ დახვდით ამ ავაზაკებს!!!

ეს არ უნდა გაუვიდეთ!!! ამის დაუსჯელად დატოვება ნიშნავს იმას, რომ არცერთ მოქალაქეს აღარ უნდა ჰქონდეს პოლიციის იმედი და რომ მხედრიონი, ციხიდან გამოშვებული 5 000 კრიმინალი ჯერ ოპოზიციას გაუსწორდება და მერე თითოეულ პატიოსან ოჯახზე გადავა!!!

განვმარტავ, ამ არაკაცმა ხელები გამიკოჭა და ისე დამარტყა სახეში მაშინ, როდესაც ძლივს წამოვდექი. მანამდე კი სხვა ქვეყნის მოღალეტე და კრიმინალმა არაკაცებმა არაერთი შეურაცხყოფის, გინების, მუქარის, თმების ქაჩვის, ჯიკაობის შემდეგ ხელი მკრეს და წამაქციეს. იმ მომენტში, როდესაც ამ არაკაცმა სახეში დამარტყვა, მინდოდა სერგო რატიანთან მივსულიყავი, რომელიც მე მიცავდა ამ ხროვისგან და რომელსაც, წაქცეულს, 10 არაკაცი უმოწყალოდ ურტყამდა ფეხებს. ნანა კაკაბაძე რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, ყველას ვაგინებდი, უშვერი სიტყვებით, რომელსაც შეჩვეულია ეს კრიმინალების ბანდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სათანადო სიტყვა ამ არსებებების დასახასიათებლად არის სიტყვა "არაკაცი" და ამას მომავალშიც გავიმეორებ!!!", - წერს უმცირესობის წევრი.

8 თებერვალს გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გიორგი მამალაძე დააკავეს.

ასევე იხილეთ:

"ჰა, დადგით შოუ" - გიგი უგულავა აქციაზე შეძახილებით მივიდა

დაპირისპირების შედეგად ჩიორა თქთაქიშვილი დაშავდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს