კომერციული ბანკები ფინანასთა სამინისტროსთან ითანამშრომლებენ

კომერციული ბანკები ფინანასთა სამინისტროსთან ითანამშრომლებენ

კომერციული ბანკები ფინანასთა სამინისტროსთან ითანამშრომლებენ. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში მოქმედი ოცი კომერციული ბანკის პირველ პირს შეხვდა."ბანკების ხელმძღვანელებს გავაცანით ჩვენი ხედვები, მათ შორის, მაკროეკონომიკური პროგნოზები და შევეცადეთ გაგვეგო ის პრობლემები, რომლებიც კომერციულ ბანკებს აქვთ. მნიშვნელოვანია, ჩვენი შეთანხმება, რომ ისინი ფინანსთა სამინისტროსგან ყოველდღიურ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციებს ბიუჯეტის შესახებ, ზოგადად, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ფინანსთა სამინისტრო მზადაა ინტენსიურად, თოთოეული ბანკის ხელმძღვანელთან, ბიზნესმენთან ერთად გაიაროს ის პრობლემები, რომელიც აწუხებს ბიზნესსექტორს, იმისთვის, რათა უკეთესი ბიზნესგარემო შევქმნათ ქვეყანაში", -აცხადებს ნოდარ ხადური.

შეხვედრაზე იმსჯელეს საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივაზე, ბანკების მხრიდან რეალური სექტორის დაფინანსების, ბაზარზე საკრედიტო აქტივობის საკითხებზე. ასევე, განხილვის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება იყო. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ