გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი ნიანგი მოკვდა

გინესის რეკორდების წიგნში შეტანილი ნიანგი მოკვდა

გიგანტური ნიანგი ლულუნა, რომელიც წელიწადნახევრის წინ დაიჭირეს და როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, ფილიპინებზე ქალაქ ბუნავანის ზოოპარკში მოკვდა.

ქვეწარმავლის სიგრძე 6,17 მეტრია, წონა კი 1075 კილოგრამს აღემატება. ბუნავანის მერის, ედვინ კოკს ელორდეს თქმით, ლულუნა 50 წელზე მეტის იყო, მისი სიკვდილის მიზეზი შეიძლებოდა რეგიონისთვის უჩვეულოდ ცივი ამინდი გამხდარიყო.

ლულუნა 2011 წლის სექტემბერში დაიჭირეს, ის ადგილობრივ მაცხოვრებლებს ესხმოდა თავს. ქვეწარმავლის დაჭერამდე მასზე სამი კვირა ნადირობდნენ. მედიის ინფორმაციით, 2009 წელს ლულუნამ ბავშვი მოკლა. უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება ასევე ადგილობრივი მეთევზე, გამორიცხული არაა, რომ ისიც ნიანგმა შეჭამა.

მის წყლიდან ამოთრევას ასამდე ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა. ნიანგს სახელი ლულუნა ჩინოსანის პატივსაცემად დააქვეს, რომელიც მის დაჭერაში მონაწილეობდა და მალევე, ამის შემდეგ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

სპეციალურად ნიანგისთვის ეკო-პარკი აშენდა, რის შემდეგაც ქალაქში ტურისტებმა დაიწყეს ჩასვლა. მერის თქმით, ლულუნას დახმარებით ქალაქმა დაახლოებით 72 000 დოლარი გამოიმუშავა.

მომზადებულია АР-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს