გერმანიაში თვითმფრინავის საფრენი ბილიკი ცენტრალურ მაგისტრალზე გადის

გერმანიაში თვითმფრინავის საფრენი ბილიკი ცენტრალურ მაგისტრალზე გადის

გერმანიის ქალაქ შკოიდიცში აეროპორტის The Leipzig/Halle-ს საფრენი ბილიკი ცენტრალურ მაგისტრალზე გადის. როცა მაგისტრალზე ათასობით ავტომობილი დაჰქრის, ხიდზე აშენებულ ასაფრენ-დასაფრენ ტრასაზე თვითმფრინავი მოძრაობს.

თანამედროვე აეროპორტის ტერმინალის აშენებისას საკმარისი სივრცე არ იყო. სწორედ ამიტომ სამი ხიდი აშენდა, რომელიც თვითმფრინავებს ემსახურება. ხიდები ავტომაგისტრალზე აიგო და საკმარისი სივრცე შეიქმნა იმისთვის, რომ აეროპორტმა თვითმფრინავები მიიღოს და არც ავტომობილის მძღოლებს შეექმნათ საცობის გამო პრობლემები.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს