ქართველი ფოტოგრაფი "ფეისბუქის" "ლაიქების" მეშვეობით ლედი გაგას ფოტოსესიისთვის იბრძვის

ქართველი ფოტოგრაფი "ფეისბუქის" "ლაიქების" მეშვეობით ლედი გაგას ფოტოსესიისთვის იბრძვის

ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ მურადოვი, რომელიც ჟურნალ "ბომონდთან" თანამშრომლობს, ლედი გაგასთან ფოტოსესიის მოპოვების უფლებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით ცდილობს.

ფოტოგრაფმა "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობით, ეპატაჟური მომღერლის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მურადოვს პლაკატი უკავია, რომელზეც შემდეგი ტექსტია დატანილი: "გამარჯობა გაგა! თუ ამ ფოტოზე 1 მლნ "ლაიქი" მოვაგროვე, შეიძლება, რომ ფოტოები გადაგიღო? თბილისი,საქართველო. გურამ.მ"

ფოტოზე დახატულია საქართველოს დროშაც. სურათზე ლედი გაგას როგორც ოფიციალური, ისე ფანების მიერ შექნილი "ფეისბუქის" გვერდებია მონიშნული.

ფოტო გურამ მურადოვმა ლედი გაგას ოფიციალურ გვერდზე 7 თებერვალს გამოაქვეყნა. დღეისთვის მას უკვე 2000-ზე მეტი მოწონება აქვს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს