პროკურატურა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

პროკურატურა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

კახეთის საოლქო პროკურატურა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან ვალერი გრემელაშვილთან, სამშენებლო კომპანია "ხიდის" ხელმძღვანელთან ზაქარია ტატუნაშვილთან და ინდმეწარმე ასლან გარსევანიშვილთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. როგორც საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა განაცხადა, პროკურატურამ ვალერიან გრემელაშვილთან და ასლან გარსევანიშვილთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობა თითქმის დაასრულა, ზაქარია ტატუნაშვილთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ვალერიან გრემელაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაშია ბრალდებული. ზაქარია ტატუნაშვილს და ასლან გარსევანიშვილს კი დიდი ოდენობით თანხის მითვისება ედებათ ბრალად.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში 26 თებერვალს, 13:00 საათზე დაიწყება.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა