კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი აღარაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თავად ოლეგ იაძემ დაუდასტურა. იაძე პარტიიდან წამოსვლის კონკრეტული მიზეზების განმარტებებისგან თავს იკავებს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ოლეგ იაძემ მაშინ დატოვა ირაკლი ალასანიას პარტია, როდესაც მან ალასანიას დეიდის შვილიშვილი გიორგი ბესტავაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში დაადანაშაულა.