დასაქმების სააგენტომ 19 წლის გოგონას საროსკიპოში მუშაობა შესთავაზა

დასაქმების სააგენტომ 19 წლის გოგონას საროსკიპოში მუშაობა შესთავაზა

გერმანიის ქალაქ აგსბურგში ახალი სკანდალი მწიფდება. 19 წლის გოგონამ სახელმწიფო დასაქმების სააგენტოსგან წერილი მიიღო - მას მუშაობა საროსკიპოში შესთავაზეს. მართალია გოგონას საროსკიპოში მხოლოდ ბარმენის პოზიცია შესთავაზეს,  თუმცა წერილის გახსნის შემდეგ მასაც და მის დედასაც ნერვული შეტევა დაემართათ.

სახელმწიფოს დასაქმების სააგენტოს წერილში სამსახურის მაძიებლისთვის შესაბამისი მოთხოვნაც მითითებულია - ”ჩაცმის შესაბამისი სტილი”. ამბავს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაც დაიწყო.

საროსკიპოები გერმანიაში ლეგალური 2002 წლიდან გახდა. სწორედ ამიტომ დასაქმების ბირჟას თავისუფლად შეუძლია მსურველებს მსგავს დაწესებულებებში სამსახური შესთავაზოს.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს