ბავშვებს ტორტზე სანთლების ჩაქრობა აეკრძალებათ

ბავშვებს ტორტზე სანთლების ჩაქრობა აეკრძალებათ

მალე ავსტრალიაში ბავშვებს დაბადების დღის ტორტზე სანთლების ჩაქრობა აეკრძალებათ. ამ ხერხით ქვეყანაში საშიში მიკრობების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებენ.

ადგილობრივმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფილტვებიდან ჰაერის გამოდევნისას, ბავშვები ჰაერში მავნე მიკრობების გავრცელებას უწყობენ ხელს, რომლებიც შესაძლოა, ტორტზე მოხვდეს.

გარდა ამისა, მეცნიერები მშობლებს საბავშო დღესასწაულებზე შვილის გაშვებას ინდივიდუალური ჭურჭლით ურჩევენ.

ამ ინიციატივამ, რომელიც ავსტრალიის ჯანმრთელობისა დაცვისა და სამედიცინო კვლევების ნაციონალურ საბჭოს ეკუთვნის, უკვე გამოიწვია მშობლების უკმაყოფილება. მათი აზრით, ეს ინიციატივა საბავშვო დღესასწაულებს მოსაბეზრებელ და მხიარულებას მოკლებულ შეკრებად აქცევს.

ავსტრალიელი ექიმები კი ფიქრობენ, რომ ახალი აკრძალვები ზედმეტად მკაცრია.

"თუ ვინმე დააცემინებს ტორტზე, ნაკლებად მომინდება მისი მირთმევა, მაგრამ ეს არ ეხება სანთლების ჩაქრობას. ერთადერთი წესი, რომელიც ბავშვს პატარა ასაკიდან აუცილებლად უნდა ასწავლოთ - ეს ჭამის წინ ხელების დაბანაა!", - განაცხადა ავსტრალიის ექიმთა ასოციაციის დოქტორმა სტივ ჰამბლტონმა.

მომზადებულია newsbang.net-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს