გამგებლები იცვლებიან, პრობლემა კი უცვლელი რჩება

გამგებლები იცვლებიან, პრობლემა კი უცვლელი რჩება

აბაშის რაიონის სამ სოფელს: კეთილარს, კოდორს და გულეიკარს მდინარე რიონი ყოველ წელს დიდ საფრთხეს უქმნის. სამი წლის წინ, გარემოს დაცვის სამინისტროს ეგიდით, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა და ჯებირი გაკეთდა, რამაც ელექტრობოძები დატბორვას და სოფელი უშუქობას გადაარჩინა. თუმცა, წელს რიონი რამდენჯერმე ადიდდა, ჯებირი გაარღვია და მიმდებარე ტერიტორია დატბორა. მალე წვიმები დაიწყება. სოფელი შიშობს, რომ სულ რაღაც, 2-3 თვეში მდინარე კიდევ უფრო ადიდდება და მათ სახლებსა და ეზოებს დატბორავს. სოფელი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, გაზაფხულამდე 150-მეტრიანი ჯებირის გაკეთება აუცილებელია, რათა მდინარე სოფელში არ შეიჭრას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წინა მთავრობა არაერთხელ დაპირდა დახმარებას, მაგრამ დღემდე შედეგი არ ჩანს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა