ძველ პოლიციელებს გურიაში ივანიშვილის კურსელი ლობირებს?

ძველ პოლიციელებს გურიაში ივანიშვილის კურსელი ლობირებს?

არჩევნების შემდეგ, გურიის სამხარეო პოლიციის უფროსად ირაკლი ალასანიას მეგობარი, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, თბილისელი ზაზა პეტრიაშვილი დაინიშნა, რამაც ოზურგეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგს მიაჩნდა, რომ პეტრიაშვილი პოლიტიკური სიტუაციის დასარეგულირებლად დანიშნეს. ცნობილი იყო ის ფაქტიც, რომ მას დავით დარჩია და კოტე შარაშენიძე ოზურგეთის პოლიციის უფროსის პოსტზე, ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელის ეროდი გორდელაძის დანიშვნას სთხოვდნენ. თუმცა ზაზა პეტრიაშვილმა დარჩიას მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

ბოლო პერიოდში კვლავ წამოიწია ეროდი გორდელაძის შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის თემა. გორდელაძის დანიშვნას ლობირებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაკურსელი და მეგობარია. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, დარჩია პოლიციაში საკუთარი კადრების დანიშვნას ცდილობს და ეს მხოლოდ გორდელაძის შემთხვევაში არ ხდება. ამ ინფორმაციას დავით დარჩია ღიად არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეროდი გორდელაძე მისი კანდიდატურაა და მისი პროფესიონალიზმი ოზურგეთს და გურიას სჭირდება. 

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა