დავით ზურაბიშვილმა რიტორიკა შეცვალა?

დავით ზურაბიშვილმა რიტორიკა შეცვალა?

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორს თამარ ჩერგოლეიშვილს განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი ეცოდება. ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

"შემეცოდა :) წააღებინეს უკან თავისი ნორმალური სიტყვები :)", - წერს ჩერგოლეიშვილი და იქვე დავით ზურაბიშვილის პრესკონფერენციის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ნიუსიდან ამონარიდი მოყავს: "როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ზურაბიშვილმა განაცხდა, ის დაპირისპირება რაც ბიბლიოთეკასთან მოხდა, "ნაციონალების" მხრიდან იყო პროვოცირებული".

ორი დღის წინ კი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქში" წერდა: "ვის და მე ნამდვილად არ მჭირდება იმის მტკიცება, თუ რა ცუდი ხელისუფლება იყო "ნაცმოძრაობა" და რა ცუდი საქმეები აკეთეს. ბოლო რვა წელიწადი მათთან ბრძოლის მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს