გოგა ხაჩიძე - "გვეყოფა ხალხო, ნერწყვს გაუფრთხილდით! ერს დეჰიდრატაციული შოკი ემუქრება".

გოგა ხაჩიძე - "გვეყოფა ხალხო, ნერწყვს გაუფრთხილდით! ერს დეჰიდრატაციული შოკი ემუქრება".

აკაკი წერეთლის სიტყვებს - "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!" დღემდე მრავალი მიმდევარი ჰყავს, - წერს  საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქში".

"აკაკი წერეთელმა 1907 წელს თქვა: "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!"

106 წელი გავიდა და მის სიტყვებს, დღემდე მრავალი მიმდევარი ჰყავს.

დღემდე, ათასობით ადამიანია ჩაცუცქული და იფურთხება.

ახლა, რომელიმე თანამედროვე პოეტი, თუ არ შემოგვაშველებს სიტყვებს: "გვეყოფა ხალხო, ნერწყვს გაუფრთხილდით!", ან რაიმე მსგავსს, ერს დეჰიდრატაციული შოკი ემუქრება...",-წერს პარლამენტარი.

ხაჩიძე ქვეყანაში კრიმინალის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და გადაყრლი შპრიცების ფოტოებსაც აქვეყნებს.

"ახლა მომწერა ერთმა ფრენდმა, ამ შაბათ-კვირას სოფელში ვიყავი, ეკლესიასთან ავედი, სოფლიდან მოშორებით დგას და მიმდებარე ტერიტორიაზე ეგეთი სურათი დამხვდაო.

"ნაციონალებო", ხომ გთხოვათ ღარიბაშვილმა ახალ შპრიცებს ნუ ყრით სადარბაზოებთანო?! ახლა უკვე სოფელ-სოფელ დაიწყეთ ხომ სიარული?!"-, ხუმრობს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს