რესტორანი, სადაც ოფიციანტებად მაიმუნები მუშაობენ

რესტორანი, სადაც ოფიციანტებად მაიმუნები მუშაობენ

ტოკიოში მდებარე რესტორანში მიმტანებად მაიმუნები მუშაობენ. რესტორანში მისულ სტუმრებს მაიმუნები სახელად Yat-chan და Fuku-chan ემსახურებიან. იმისათვის, რომ სტუმრებს არ შეეშინდეთ, მაიმუნებს სპეციალური ნიღბები უკეთიათ და "ადამიანებს" ემსგავსებიან.

მაიმუნები სტუმრებს თავს არ აბეზრებენ, მაგიდებს შორის სწრაფად დახტიან, სტუმრების მიერ შეკვეთილი კერძების ფურცელი მზარეულთან მიაქვთ და არ ხმაურობენ. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ისინი რესტორანში ოფიციალურად არიან დარეგისტრირებულნი და სერტიფიკატებიც აქვთ. სტუმრები ხშირად ამბობენ, რომ მაიმუნები უკეთესი მიმტანები არიან, ვიდრე ადამიანები.

"ისინი ძალიან მიყვარს. მაიმუნებს ადამიანებისგან ვერ ვანსხვავებ და ისე ვექცევი, როგორც რიგით თანამშრომლებს. ჩემი ვაჟი ისე არ მიჯერებს, როგორც მაიმუნი", - ამბობს რესტორნის მეპატრონე კაორუ ოტუკა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს