25 წლის მამაკაცს კოკა-კოლას სიყვარულმა კბილები დააკარგვინა

25 წლის მამაკაცს კოკა-კოლას სიყვარულმა კბილები დააკარგვინა

25 წლის ავსტრალიელმა უილიამ კენელმა სამი წლის განმავლობაში კოკა-კოლას ჭარბი რაოდენობით სმის გამო კბილები დაკარგა. გაზიანი სასმელის მიმართ სიყვარული უილიამს სამი წლის წინ გაუჩნდა, როდესაც გასტრონომიული ბიზნესის სფეროში დაიწყო მუშაობა.

"წყლის დიდი მოყვარული არ ვარ, კოკა-კოლა კი შემეძლო იმდენი დამელია, რამდენიც მინდოდა", - იხსენებს უილიამი.

მას შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი დღეში 6-დან 8 ლიტრამდე კოკა-კოლას სვამდა. ცოტა ხანში კენელს ღრძილებიდან სისხლდენა დაეწყო, რამაც საბოლოოდ სისხლის მოწამლვა გამოიწვია. უილიამს გულის რევისა და კბილების აუტანელი ტკივილი ტანჯავდა, თუმცა იგი ვერც ამან აიძულა, უარი ეთქვა საყვარელ სასმელზე.

სტომატოლოგები უილიამს ეუბნებოდნენ, რომ გაზიანი სასმელის მიღება მისთვის გამოუსწორებელი შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო. სტომატოლოგთან ერთ-ერთი მორიგი ვიზიტისას ავსტრალიელს უთხრეს, რომ კბილებს უნდა დამშვიდობებოდა.

"ექიმმა მითხრა, რომ ნორმალურ ადამიანს ჩემს ასაკში სულ მცირე 23 ჯანსაღი კბილი აქვს, მე კი მხოლოდ 13 მქონდა დარჩენილი, საბოლოოდ პირის ღრუს საშინელი მდგომარეობის გამო იძულებრული გავხდი ისინიც ამომეღო", - ყვება ავსტრალიელი.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს