ipad – Apple-ს ახალი პლანშეტი გამჭვირვალეა

ipad – Apple-ს ახალი პლანშეტი გამჭვირვალეა

კომპანია Apple-ის თაყვანისმცემლები ყოველი ახალი პროდუქტის გამოშვების შემდეგ მკითხაობენ, კიდევ რითი შეძლებს მათ გაოცებას საყვარელი ბრენდი. როგორც ჩანს, Apple-ის შესაძლებლობები ყველა საზღვარს ცდება. დიზაინერმა რიკარდო აფონსომ სრულიად გამჭვირვალე ipad-ის კონცეფცია შემოგვთავაზა.

აფონსომ შექმნა მეტალის ჩარჩოში მოთავსებული, გამჭვირვალე შუშის კორპუსიანი პლანშეტური კომპიუტერი. მეტალის ჩარჩო ანტენის როლს ასრულებს. თავსა და ბოლოში ipad-ს გაუმჭვირვალე ბლოკი აქვს, რომელზეც მაგრდება კამერა, სპიკერები და განთავსებულია ჩასართავ-გამოსართავი ღილაკი.

გამჭირვალე ipad-ის იდეა საკმაოდ საინტერესო და არაორდინალურია, თუმცა ჯერ მხოლოდ პროექტია. მისი გამოშვება კი საკმაოდ რთული ამოცანაა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს