10 სახალისო ფაქტი წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით

10 სახალისო ფაქტი წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით

14 თებერვალს სიყვარულის, იგივე წმინდა ვალენტინის დღე აღინიშნება. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, სხვადასხვა საჩუქრებსა და რომანტიკულ ღია ბარათებს. ვალენტინობა კათოლიკური დღესასწაულია, ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიაში ეს დღე წმ. ვალენტინის ხსენების დღეა.

გთავაზობთ რამდენიმე სახალისო ფაქტს წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით.

1. წმინდა ვალენტინის დღეს საჩუქრებზე ქალები, მამაკაცებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებ ფულს ხარჯავენ. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ამ დღეს მამაკაცი საყვარელი ქალისთვის განკუთვნილ საჩუქარში საშუალოდ 150 დოლარს იხდის, ხოლო ქალი მხოლოდ 85 დოლარს.

2. წმინდა ვალენტინის დღეს პრეზერვატივების გაყიდვები იზრდება. კომპანია Durex-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვალენტინობას პრეზერვატივების გაყიდვები 25%-ით იზრდება.

3. მარტში ორსულობის ტესტების გაყიდვების რაოდენობა იზრდება. მკვლევარების აზრით, ეს სწორედ წმინდა ვალენტინის დღის ”შედეგია”.

4. წმინდა ვალენტინის დღეს ყველაზე დატვირთული სამუშაო დღე ფოსტალიონებს აქვთ. მსოფლიოს მასშტაბით ამ დღეს ათობით მილიონი ”ვალენტინი” (რომანტიკული ხასიათის ღია ბარათი) იგზავნება.

5. ვალენტინობას მილიონობით ღია ბარათს შინაური ცხოვრელები მათი პატრონებისგან იღებენ. სტატისტიკის მიხედვით, საყვარელ ოთხფეხა მეგობრებსა და შინაურ ფრინველებს, რომანტიკულ ღია ბარათებს ძირითადად მარტოხელა ადამიანები უძღვნიან.

6. წმინდა ვალენტინის დღესთან ასოცირებული რომანტიკა გაზვიადებულია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცები მხოლოდ იმიტომ იხარჯებიან წმინდა ვალენტინის დღეს, რომ საყვარელ ქალს ასიამოვნონ და სექსს გამოჰკრან ხელი. თუმცა, სტატისტიკა საწინააღმდეგოს მეტყველებს. აშშ-ის მონაცემებით ამ დღეს უფრო მეტ საჩუქარს მასწავლებლები, დედები და ბავშვები იღებენ. შეყვარებულები მხოლოდ მეოთხე ადგილზე არიან. 

7. ქალებს ღია ბარათების მიღება უფრო უყვართ ვიდრე ყვავილების.

8. მამაკაცთა 70%-ი ქალისთვის საჩუქრის შერჩევისას, უპირატესობას ყვავილებს ანიჭებს.

9. იაპონიაში მამაკაცები უფრო მეტ სასიყვარულო ღია ბარათს იღებენ. ეს მარკეტოლოგების დამსახურებაა. მათ რეკლამებით დააჯერეს საზოგადოება, რომ ქალისთვის სიყვარულის დღეს საუკეთესო საჩუქარი შოკოლადია. სწორედ ამიტომ ქალები ამ დღეს იაპონიაში ბარათებზე მეტად შოკოლადებს ელოდებიან.

10. ვალენტინობის დღეს აშშ-ში ქალების 15% საკუთარი თავისთვის უკვეთავს ვარდების თაიგულს, რათა სამსახურში ამაყად იგრძნოს თავი.

მომზადებულია dekatop.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს