საცალო ქსელში შაქარი შესაძლოა, გაიაფდეს

საცალო ქსელში შაქარი შესაძლოა, გაიაფდეს

საცალო ქსელში შაქარი შესაძლოა, გაიაფდეს. როგორც კომპანია "ქართული შაქრის" წარმომადგენლები აცხადებენ, ფასების შემცირება საერთაშორისო ბაზრებზე უკვე დაწყებულია და თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული შაქარი იმპორტიორ ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც გაიაფდეს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ტონაზე ფასი 780 დოლარია.

რაც შეხება ქართულ ბაზარს, მოვაჭრეების ინფორმაციით, ფასებმა რამდენიმე დღის წინ მცირედით დაიწია და ერთი ტომარა შაქარი 11 თებერვლიდან 65 ლარის ნაცვლად, 64 ლარი ღირს.

საცალო ბაზარზე შაქრის ღირებულება ჯერჯერობით უცვლელია. ერთი კილოგრამი შაქარი 1, 70 ლარად იყიდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ