ტიტების მინდვრები ტიტების ქვეყანაში

ტიტების მინდვრები ტიტების ქვეყანაში

ჰოლანდიაში ტიტა სიყვარულის სიმბოლოა, შესაბამისად ეს ყვავილი ყველაზე ძვირად ფასობს.

ტურისტები ჰოლანდიას მხოლოდ იმიტომაც სტუმრობენ, რომ ტიტების მინდვრების ცქერით დატკბნენ. ქვეყნის ყველა ქალაქში ულამაზესი ბაღები დაგხვდებათ, სადაც სხვადასხვა ფერის ტიტები ხარობს.

ფრანგმა ფოტოგრაფმა ნორმან სზკოპმა ქვეყანაში სტუმრობისას ვერტმფრენიდან მინდვრებს ფოტოსურათები გადაუღო. როგორც ნორმანი ამბობს, მსგავსი სილამაზე არსად უნახავს. ტურისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ აქ სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან ადვილია.

"წარმოიდგინეთ, თქვენს წინ სხვადასხვა ფერის ტიტების ვეებერთელა მინდვრებია გაშლილი. ბაღების გასწვრივ ხის საცხოვრებელი კოტეჯებია, გზის პირას კი მდინარე მიედინება. გარშემო ისეთი სილამაზეა, რომ რეალობას წყდები და პრობლემებს ივიწყებ", - აღტაცებას ვერ მალავენ ტურისტები.

ტიტების სანახავად ქვეყანას ტურისტები მარტიდან მაისამდე სტუმრობენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს