იტალიის ქალაქ გენუაში წმინდა ვალენტინის დღეს კოლექტიური კოცნით აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გენუას ყველა შეყვარებულია მიწვეული.
შეყვარებულთა "პაემანი" XX სექტემბრის ქუჩაზე, Ponte Monumentale-ს ხიდთან, ადგილობრივი დროით 16:45 სთ-ზეა დანიშნული.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარების ადგილი ყვავილებითაა მორთული, ხოლო მაღაზიების ვიტრინები საყოველთაო რომანტიულ განწყობილებას ეხმიანება.
ღონისძიებაზე მოცეკვავეები ტანგოს და სხვა სამეჯლისო ცეკვებს შეასრულებენ. ისინი ყველა მსურველ წყვილს საცეკვაოდ მიიპატიჟებენ.
დღეს, 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის ანუ სიყვარულის დღეს აღინიშნება.
მომზადებულია focus.ua-ის მიხედვით.