მაქართის სკოლას ერთადერთი მოსწავლე და 2 მასწავლებელი ჰყავს

მაქართის სკოლას ერთადერთი მოსწავლე და 2 მასწავლებელი ჰყავს

ბაჩო წიკლაური მაქართის დაწყებითი სკოლის მესამე კლასში სწავლობს. ის არა მხოლოდ კლასში, სკოლაშიც ერთადერთი მოსწავლეა, არც კლასელი და არც სკოლელი ჰყავს. სამაგიეროდ, ჰყავს ორი მასწავლებელი: მუსიკას და ინგლისურს ინგა მასწავლებელი ასწავლის, ყველა სხვა საგანს - ლია მასწავლებელი. დილას სკოლაში ჯერ ლია მასწავლებელი მიდის და ღუმელს ანთებს, რომ ბაჩოს თბილი ოთახი დაახვედროს. ბაჩო ან დედამისი, როგორც წესი, ფანჯრიდან უყურებენ. "ზემოდან გამოვიხედები ხოლმე და რომ დავინახავ, ლია მასწავლებელი ჩამოდის, მეც ვეშვები, ხან ფეხით, ხან - ციგით", - ამბობს ბაჩო.

სკოლა კერძო სახლშია განთავსებული. ადრე აქ სოფლის საბჭო იყო, პირველ სართულზე კი - კლასები. შემდეგ შენობის პრივატიზება მოხდა. სკოლა ერთ ოთახში, უფრო სწორად დერეფანში დატოვეს. ერთ მოსწავლეს და ორ მასწავლებელს ეს პატარა ოთახიც ჰყოფნით. "ამ სკოლით და ხეობით არავინ ინტერესდება", - ამბობს ლია მასწავლებელი.

ბაჩოს უფროსი ძმა და კიდევ ორი ბავშვი, ზანდუკის საშუალო სკოლაში მისასვლელად თოვლსა თუ ყინვაში ფეხით 4 კილომეტრს გადიან. "კარგია, რომ სოფელში დაწყებითი სკოლა მაინც არსებობს, თორემ ბიჭუნა ძალიან გაწვალდებოდა ფეხით უნდა ევლო", - აღნიშნავს ბაჩოს დედა, ლელა წიკლაური.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა