მამაკაცების აზრით, ქერა ქალი მხიარულია, შავთმიანი - სექსუალური

მამაკაცების აზრით, ქერა ქალი მხიარულია, შავთმიანი - სექსუალური

ფსიქოლოგებმა გაცნობის საიტის Twoo-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, კვლევა ჩაატარეს და დაინტერესდნენ, როგორი გარეგნობის ქალები ხიბლავთ ყველაზე მეტად კაცებს.

როგორც აღმოჩნდა, ქალის ქერა თმა მამაკაცებში მხიარულ ხასიათთან ასოცირდება და ფიქრობენ, რომ ქერა ქალები ხალისიანები არიან. უცნაურია, მაგრამ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ბუნებრივად ქერაა, თუ შეღებილი. ზოგიერთი მათგანი იმასაც ვერ ხვდება, შეღებილი აქვს თუ არა გოგონას თმა.

რასაკვირველია, დიდი პროცენტული მაჩვენებელი იმ ქალბატონებზე მოდის, რომელთაც სექსუალური გარეგნობა აქვთ. მამაკაცთა 27% ამბობს, რომ პაემანსა და საჩუქარში ნახევარ ქონებასაც კი დახარჯავენ, თუკი ქალს ქალური ფორმები ექნება. გამოკითხული მამაკაცების მხოლოდ 2%-ს სურს სუპერმოდელის გარეგნობის ქალი. მათი თქმით, კეიტ მოსის, მირანდა კერისა და სხვა მოდელების ფორმა პოდიუმის მიღმა არაბუნებრივია. კაცების აზრით, პოდიუმის პარამეტრები ყოველდღიურ ცხოვრებაში მომაბეზრებელია და მაღალი, გამხდარი ქალი მხოლოდ მოდის ჟურნალებისთვის არის საჭირო. მამაკაცების 22% ამბობს, რომ იბნევა, როდესაც ქალს ლამაზი თვალის ჭრილი, თვალის ფერი და ტუჩი აქვს.

თუკი ქერა თმა მხიარულებასთან ასოცირდება, მამაკაცებისთვის შავი თმა სექსუალურობის სიმბოლოა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, გაცნობის საიტებზე შავგვრემანი ქალების პროფილს უფრო ხშირად ნახულობენ, ვიდრე ქერათმიანების. ეს გასაკვირი არაა, გარუჯული ტანი და გრძელი შავი თმა გულგრილს ვერავის ტოვებს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს