თელავში ინფრასტრუქტურის და დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავეს

თელავში ინფრასტრუქტურის და დასუფთავების სამსახურის უფროსი დააკავეს

კახეთის საოლქო პროკურატურამ თელავში ინფრასტრუქტურის და დასუფთავების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბალუაშვილი დააკავა. როგორც პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა განაცხადა, დაკავებულს ბრალი ედება დიდი რაოდენობით ქონების მითვისებაში და ყალბი დოკუმენტის შედგენაში.

"ალექსანდრე ბალუაშვილმა მიითვისა სამსახურის ქონება, რომლის ღირებულებაც არის 3 000 ლარი. ასევე, 13 ტონა ბენზინი, რომლის ღირებულება 24 ათასი ლარია. გაფლანგა სამსახურის ბალანსზე არსებული 8 კბმ ფიჭვის ჯიშის სამასალე მერქანი, (ღირებულება 5700 ლარი). დანაშაულის დაფარვის მიზნით, შეეცადა ყალბი დოკუმენტით ეჩვენებინა თანხის ხარჯვის მიზნობრიობა", - აღნიშნა ხვიჩა ბეგიაშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა