ვალენტინობა მარტოხელა იაპონელებისთვის

ვალენტინობა მარტოხელა იაპონელებისთვის

14 თებერვალს უამრავი ადამიანი მეორე ნახევრისთვის საჩუქრის ძებნაში ატარებს, მაგრამ მარტოხელა ადამიანებს ეს დღე მხოლოდ იმას ახსენებს, რომ მათი გული ჯერ კიდევ ცარიელია. ხშირად მარტოხელა ადამიანები საჩუქრებისა და მისალოცი ბარათების გარეშე რჩებიან. თუმცა იაპონელ მარტოხელა ქალბატონებს ეს პრობლემა აღარ აწუხებთ.

Valentine’s Day Insurance - წმინდა ვალენტინის დღის დაზღვევა - ასე ქვია ახალ სერვისს, რომელიც მარტოხელა ქალბატონებს, შეკვეთის შემთხვევაში, სამსახურში საჩუქრებსა და ღია ბარათებს უგზავნის.

სამსახურში წასვლამდე იაპონელი ქალბატონები შეკვეთას აძლევენ. მოგვიანებით მათ უცნობი მამაკაცი, სახელად რეიკო სადღესასწაულო ”სურპრიზს” უგზავნის. სურპრიზში ტკბილეული და წერილი შედის, სადაც მარტოხელა ქალს რეიკო სიყვარულში უტყდება.

სერვისი სულ 5.5 აშშ დოლარი ჯდება. მისი მეშვეობით იაპონელ ქალებს კოლეგებთან თავის მოწონება  შეუძლიათ. მთავარია მიღებული საჩუქრის გამო აღფრთოვანება ისე გამოხატონ, თითქოს ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს