იაპონელი შეყვარებულები ვალენტინობას ერთმანეთს "ჭამენ"

იაპონელი შეყვარებულები ვალენტინობას ერთმანეთს "ჭამენ"

იაპონიაში ვალენტინობას ყველაზე უჩვეულოდ აღნიშნავენ. იაპონელი შეყვარებულები ამ დღესასწაულზე ერთმანეთს "ჭამენ".

სიყვარულის, ერთგულებისა და მარადიული ბედნიერების ნიშნად პარტნიორები ერთმანეთს გემრიელ შოკოლადს ჩუქნიან, სადაც მათი სახეა გამოკვეთილი.

შოკოლადზე წარმოდგენილი 3D-გამოსახულება საყვარლის ზუსტი ასლია. როგორც ტოკიოში მდებარე კომპანიაში "KS Design Lab and FabCafe" ამბობენ, ვალენტინობაზე შოკოლადზე უფრო გემრიელი საჩუქარი არ არსებობს და მით უმეტეს მაშინ, როდესაც გემრიელი ნუგბარის სახით საყვარელი ადამიანი "გიღიმის".

საჩუქრის ღირებულება 65 დოლარია.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს