წყვილმა ქუჩა საწოლით გადაკეტა

წყვილმა ქუჩა საწოლით გადაკეტა

წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით ლატვიელმა წყვილმა ქალაქ რიგის ცენტრალური საავტომობილო ქუჩა საწოლით გადაკეტა. მათ საკუთარი გრძნობების საჯაროდ დემონსტრირება სურდათ.

წყვილმა გაოგნებული მაყურებლებისთვის საწოლში თეატრალური წარმოდგენა გაითამაშა. ისინი ხილსა და შამპანურს მიირთმევდნენ. ამ დროს საწოლის გარშემო ტრასაზე საცობი წარმოიქმნა.

"მათ საშინაო ხალათები ეცვათ და თავი ისე ეჭირათ, თითქოს გარშემო ვერაფერს ამჩნევდნენ", - ყვებიან ლატვიის დედაქალაქის მკვიდრნი.

თვითმხილველთა თქმით, საჯარო ალერსმა ავტომობილის მძღოლები ორ ძირითად ჯგუფად დაყო - ერთნი ინტერესით ადევნებდნენ თვალს მოვლენას, დანარჩენები კი სიგნალს აძლევდნენ და უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ზოგიც კამერებით იღებდა ყველაფერს.

მოგვიანებით ერთ-ერთმა მძღოლმა პოლიცია გამოიძახა. ვიდრე სამართალდამაცვები ადგილზე მიაღწევდნენ, შეყვარებულებმა მიმალვა მოასწრეს და თვითმხილველები გაურკვევლობაში დატოვეს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს