"ცოცხალი მკვდრის" საქმის პროკურორი დააწინაურეს

"ცოცხალი მკვდრის" საქმის პროკურორი დააწინაურეს

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზურაბ ჯავახიშვილმა ალექსი ბახუტოვს ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალი წაუყენა. გამოძიებამ ბახუტოვის აღირებითი ჩვენება მისი წამების შედეგად მოიპოვა. ბახუტოვს თელავის სასასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე კიდევ 3 პირი დააპატიმრეს. მოგვიანებით ჩოფიკაშვილი ცოცხალი გამოჩნდა, თუმცა ბახუტოვი მაინც არ გაათავისუფლეს და პროკურორის მოთხოვნით ერთი წლით ციხეში დატოვეს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჯავახიშვილი დააწინაურეს. საოლქო პროკურატურის რიგითი პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილი თელავის რაიონული პროკურორის მოადგილეა. საქმესთან დაკავშირებით არავითარი მოკვლევა აღარ მიმდინარეობს.  გადამოწმებული ცნობით, ზურაბ ჯავახიშვილი ბახუტოვის საქმის ირგვლივ გამოკითხეს და უთხრეს, რომ მუშაობა გაეგრძელებინა.

ბახუტოვის საქმე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც არაერთხელ მოხვდა. საქმე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს დეტალურად აქვს შესწავლილი. იმდროინდელი ომბუდსმენი სოზარ სუბარი, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების მინისტრია, გენერალური პროკურატურისგან მოითხოვდა დაწყებულიყო გამოძიება ადამიანის წამების, მუქარის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მაშინდელმა გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის მოთხოვნები არ გაიზიარა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა